გამოსლვათა 29:22
21. და მოიღო სისხლთაგან საკურთხეველისა და ზეთისაგან საცხებელისა, და აპკურო აჰრონს ზედა და შესამოსელსა მისსა ზედა და ძეთა ზედა მისთა და შესამოსელსა ზედა ძეთა მისთასა მის თანა, და განწმიდნეს იგი და სამოსელი მისი და ძენი მისნი და სამოსელნი ძეთა მისთა მის თანა, ხოლო სისხლი ვერძისა მოჰღუარო საკურთხეველსა ზედა გარემოჲს.22. და მოიღო ვერძისაგან ცმელი მისი და ცმელი დამფარველი მუცლისაჲ და ყური ღჳძლისა და ორნი თირკუმელნი და მათ ზედა ცმელი და მარჯუენე მჴარი, რამეთუ განსრულებაჲ არს მისი.23. და პური ერთი ზეთისაგან და ლელანგოჲ ერთი ლანკლნისაგან უცომოთა დაგებულთასა წინაშე უფლისა.
გამოსლვათა თავი 29