გამოსლვათა 28:41
40. და ძეთაცა აჰრონისთა უქმნე სამოსელნი და სარტყელნი და კიდარნი, უქმნნე მათ დიდებად და პატივად.41. და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე.42. და უქმნნე მათ საწვივენი სელისანი დაფარვად უშუერებასა სარცხჳნელისა მათისასა, წელთაგან ბარკალსხჳლადმდე იყოს.
გამოსლვათა თავი 28