გამოსლვათა 25:32
31. და ჰქმნე სასანთლე ოქროჲსაგან წმიდისა, წახნაგებულად ჰქმნე სასანთლე. ღერი მისი და ლელწმის სახენი და ტაკუკნი და ბირთჳს სახენი და შროშანნი მისგან იყვნენ.32. და ექუსნი ლელწმის სახენი გამოვიდოდინ გუერდთაგან: სამნი ლელწმის სახენი სასანთლისანი გუერდისაგან მისისა ერთისა და სამნი ლელწმის სახენი გუერდისაგან მეორისა.33. და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა და სამნი ტაკუკნი დაწესებულნი ნიგუზის მსგავსნი: ერთი ლელწმის სახე, ერთსა - ბირთჳს სახესა და შროშანსა, ესრეთ ექუსთა ლელწმის სახეთა გამომავალთა სასანთლისაგან.
გამოსლვათა თავი 25