მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 23:5

4. და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას.5. ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა.6. არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა შინა მისსა.
გამოსლვათა თავი 23
5. ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იე სათნოდ ღმრთისა მოქალაქობისათჳს:

...სულიერისა, რაოდენცა ძალ-გუედვას, და მიცემად მისა მშჳდობაჲ საღმრთოჲ, რაჲთა მშჳდობისმყოფელ ვიქმნეთ და სასყიდელი იგი საკჳრველი მოვიღოთ ღმრთისა მიერ? არა გუესმისა, რაჲ უბრძანა ქრისტემან მოსეს მიერ უგულისჴმოთა მათ ჰურიათა? - „უკუეთუ კარაული მტერისა შენისაჲ იხილო დაცემული, ნუ თანაწარჰჴდები, არამედ აღადგინე იგი“; უკუეთუ კარაულისა დაცემულისაჲ აღდგინებაჲ ბრძანებულ არს და არა უგულებელს-ყოფაჲ, არა უფროჲსად თანაგუაცა სულისა დაცემულისაჲ ძმისა და მოყუსისა ჩუენისაჲ და ხატად ღმრთისა დაბადებულისაჲ ჴელისა მიცემად და აღდგინებად, რაჟამს დამძიმებულ არნ ტჳრ-თისა მისგან ვნებათაჲსა და ბრძოლისა მისგან საეშმაკოჲსა და დაცემულ არნ მწჳრესა შინა ცოდვისასა, შთამყვანებელსა ჯოჯოხეთად, და მტერი იგი სულთა ჩუენთაჲ მდგომარე არნ მის ზედა და უღრმესად მთხრებლად შთაუძალებნ შთაგდებად? არა ვისწრაფოთ შეწევნად მისა ლოცვითა და სწავლითა და ყოვლითავე ღონის-ძიებითა, რაჲთა მტერი იგი ბოროტი ვიოტოთ და ძმაჲ ჩუენი დაცემისა მისგან აღვადგინოთ?

გულისჴმა-ვყოთ იგავი იგი უფლისაჲ, რომელი თქუა მიცემულისა მისთჳს ჴელთა ავაზაკთაჲსა, რომელი ბოროტად წყლულ იყო და მწყუდარად დაცემული, ვითარ მღდელი იგი და ლევიტელი თანაწარჰჴდეს, და არა აქო უფალმან საქმე მათი; ხოლო სამარიტელი იგი საქებელ-ყო, ვითარ შე...

სრულად ნახვა