გამოსლვათა 22:5
4. ხოლო უკუეთუ დაშთეს და იპოოს, ჴელსა შინა მისსა ნაპარევი ვირითგან ვიდრე ცხოვრადმდე, ორ წილად გარდაიჴადოს იგი.5. უკუეთუ ვინმე მოაძოოს აგარაკი, ანუ ვენაჴი, დაუტეოს საცხოვარი თჳსი ძოვნად აგარაკსა სხჳსასა, მისცეს აგარაკისაგან ნაყოფისაებრ მისისა, ხოლო უკუეთუ ყოველი აგარაკისა მოძოოს, ანუ უმჯობესნი აგარაკისა მისისანი, ანუ უკეთესნი ვენაჴისა მისისანი მისცნეს.6. უკუეთუ გამოსრულმან ცეცხლმან პოვნეს ეკალნი და მოწუას კალოჲ, ანუ ჴუვილნი, ანუ ველი, აღმატყინებელმან ცეცხლისამან გარდაიჴადოს.
გამოსლვათა თავი 22