მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 22:2

1. უკუეთუ ვინმე მოიპაროს ზუარაკი, ანუ ცხოვარი და დაკლას იგი, ანუ განყიდოს, ხუთნი ზუარაკნი მისცნეს ზუარაკისათჳს და ოთხნი ცხოვარნი ცხოვარისათჳს.2. ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.3. ხოლო უკუეთუ აღმოჰჴდეს მზე მის შინა, თანა-მდებ არს, მოკუედინ. ხოლო უკუეთუ არა აქუნდეს მას, განისყიდენ იგი ნაცულად ნაპარევისა.
გამოსლვათა თავი 22
2. ხოლო უკუეთუ ნათხარსა შინა იპოოს მპარავი და მოწყლული მოკუდეს, არა არს ესე კაცის-კლვაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება:

...ლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). და კვლავ იგივე ამბობს: „კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან.“ (); ხოლო „რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი“ (). და კვლავ: „ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის.“ (). მაშ, ვის მოასწავებს ამ სახელით იმ მოწმობებში და ვის უწოდებს აქ ღმერთებს? მთავრებს....

სრულად ნახვა
ფსალმუნი 137-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მადლიერება ტაძარში და სულის განმტკიცება:

...ხოლო თუ ნათქვამს სხვა თარგმანთა მიხედვით მივიღებთ, მეჩვენება, რომ ეს მღვდლებზეა ნათქვამი. რადგან საღვთო წერილს ჩვეულებად აქვს, მღვდელს ანგელოზიც უწოდოს და ღმერთიც: ხან ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა და მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ძჳრი“ (); ხან კი: „რამეთუ ბაგენი მღდელისანი დაიცვენ მეცნიერებასა და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, არს“ (). ამიტომ, თუ ეს ასე უნდა მივიღოთ, ასე უნდა გავიგოთ: მღვდლებთან ერთად, მათი თანდასწრებით, შესაფერისი კეთილწყობილებით, როცა ისინი იწყებენ და წინ მიუძღვიან, მეც მივყვები, გავყვები და გიგალობებ შენ: „რომელმან ისმინენ ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი“ (). ხედავ დიდ მადლიერებას? ხედავ დაძაბულ ყურადღებას? ის ისე არ იქცევა, როგორც ზოგიერთი მოშვებული და მოდუნებული: მიღებამდე თითქოს მგზნებარენი არიან, მიღების შემდეგ კი ჩაცხრებიან; არამედ ეს კაცი მიღებამდეც დაჟინებულია და მიღების შემდეგ...

სრულად ნახვა