გამოსლვათა 22:16
15. ხოლო უკუეთუ უფალი მისი მუნ იყოს, არა უზღოს. ხოლო უკუეთუ. მიზდური იყოს, ეყოს მას ნაცულად მიზდისა მისისა.16. უკუეთუ ვინმე შეაცთუნოს ქალწული დაუწინდებელი და დაწვეს მის თანა, მიყვანებით მიიყვანოს იგი თავისა თჳსისა ცოლად.17. ხოლო უკუეთუ განფრთხობით განიფრთხოს და არა ენებოს მამასა მისსა მიცემად მისდა ცოლად, ვეცხლი მისცეს მამასა მისსა, რაოდენი მოღებად არს ქალწულთაგან.
გამოსლვათა თავი 22