მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 21:24

23. ხოლო უკუეთუ დახატული იყოს, მისცეს სული ნაცულად სულისა,24. თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.25. დამწუარი - ნაცულად დამწურისა, წყლული - ნაცულად წყლულისა, ნაგუემი - ნაცულად ნაგუემისა.
გამოსლვათა თავი 21
24. თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა, ჴელი - ნაცულად ჴელისა, ფერჴი - ნაცულად ფერჴისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მართალი ლოცვა და შურის არძიება:

...რადგან კარგია, არ უსამართლობდე; მაგრამ ბევრად უფრო დიდია და სიბრძნისმოყვარე სულს შეეფერება, უსამართლობის ჩამდენის მიმართ შური არ იძიო.

თუმცა რჯული ამის უფლებას იძლეოდა, როცა ბრძანებდა: „თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა“ (), და რაც ხდებოდა, რჯულის დარღვევა არ იყო; მაგრამ ეს კაცი იმდენად სიბრძნისმოყვარე იყო, რომ არა მხოლოდ არ არღვევდა რჯულს, არამედ დიდი სიჭარბითაც აღემატებოდა მას და ასპარეზის საზღვრებსაც გადაახტებოდა. რადგან არ მიაჩნდა, რომ სათნოებისთვის საკმარისი იქნებოდა, თუ მცნებებზე მეტს არ აღასრულებდა. ამგვარად იქცეოდა პავლეც: ებრძანებოდა, რომ სახარებით ერჩინა თავი, მაგრამ ასე არ ირჩენდა თავს, არამედ სახარებას უსასყიდლოდ ქადაგებდა; ასევე ნეტარი დავითიც, როცა რჯული უსამართლობის ჩამდენის მიმართ შურისძიების უფლებას აძლევდა, ამ საზომში არ დარჩა, არამედ მასაც გადააჭარბა. ჩვენგან კი მხოლოდ ის არ მოითხოვება, რომ სამაგიერო არ მივაგოთ, არამედ ისიც, რომ კეთილი ვუყოთ. რადგან ამბობს: **„ილოცვიდით მათთჳს,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი V
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
5:38-42 — მოთმინება და არშეწინააღმდეგობა:

...იმ დროისათვის დაფიცება არ იყო ცუდი, ხოლო ქრისტეს შემდგომ კი უკვე ცუდია, ისევე როგორც წინადაცვეთა და საერთოდ იუდეველობა. ხომ შვენის ჩვილებს ძუძუს წოვა, მაშინ როცა იგი კაცისათვის სამარცხვინოა.

5:38-42 — მოთმინება და არშეწინააღმდეგობა

38. გესმა, რამეთუ თქუმულ არს: თუალი თუალისა წილ და კბილი კბილისა წილ () - სჯულმა, დამდაბლდა რა ჩვენამდე, სამაგიეროს თანაბრად მიზღვა შეიწყნარა, რათა იმის შიშით, რომ ისევე გადაეხდებოდათ, ერთმანეთისათვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.

39. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: არა წინა-აღდგომად ბოროტისა, არამედ რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა. - ბოროტს აქ უფალი ეშმაკს უწოდებს, რომელიც ადამიანში მოქმედებს. ე. ი. ეშმაკს წინ არ უნდა აღვუდგეთ? რა თქმა უნდა, უნდა აღვუდგეთ, მაგრამ არა დარტყმით ჩვენი მხრიდან, არამედ მოთმინებით, რადგანაც ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ წყლით. ნუ იფიქრებ, რომ აქ მხოლოდ ლოყაში გარტყმაზეა საუბარი, არამედ ყოველგვარ დარტყმასა და შეურაცხყოფაზე.

40. და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. - მიეცი მას ზედა სამოსიც შენი, ოღონდ მაშინ, უკუეთუ სამსჯავროზე გადაგცემს და გაწყენინებს და არა მაშინ, როცა უბრალოდ მოგთხოვს....

სრულად ნახვა