...რადგან კარგია, არ უსამართლობდე; მაგრამ ბევრად უფრო დიდია და სიბრძნისმოყვარე სულს შეეფერება, უსამართლობის ჩამდენის მიმართ შური არ იძიო.
თუმცა რჯული ამის უფლებას იძლეოდა, როცა ბრძანებდა: „თუალი - ნაცულად თუალისა, კბილი - ნაცულად კბილისა“ (), და რაც ხდებოდა, რჯულის დარღვევა არ იყო; მაგრამ ეს კაცი იმდენად სიბრძნისმოყვარე იყო, რომ არა მხოლოდ არ არღვევდა რჯულს, არამედ დიდი სიჭარბითაც აღემატებოდა მას და ასპარეზის საზღვრებსაც გადაახტებოდა. რადგან არ მიაჩნდა, რომ სათნოებისთვის საკმარისი იქნებოდა, თუ მცნებებზე მეტს არ აღასრულებდა. ამგვარად იქცეოდა პავლეც: ებრძანებოდა, რომ სახარებით ერჩინა თავი, მაგრამ ასე არ ირჩენდა თავს, არამედ სახარებას უსასყიდლოდ ქადაგებდა; ასევე ნეტარი დავითიც, როცა რჯული უსამართლობის ჩამდენის მიმართ შურისძიების უფლებას აძლევდა, ამ საზომში არ დარჩა, არამედ მასაც გადააჭარბა. ჩვენგან კი მხოლოდ ის არ მოითხოვება, რომ სამაგიერო არ მივაგოთ, არამედ ისიც, რომ კეთილი ვუყოთ. რადგან ამბობს: **„ილოცვიდით მათთჳს,...