მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 21:16

15. რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს.16. რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.17. ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს.
გამოსლვათა თავი 21
16. რომელმან მოჰპაროს ვისმე რაჲმე ძეთა ისრაჱლისათაგანსა და ჰმძლავროს მას მიხუეჭად და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ძმათა ცოდვების დაფარვის მოვალეობა (9:24):

...ივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს» (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?

«და განიფრთხო», ამბობს წერილი, «ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან» (). «განიფრთხო», ნათქვამია. მოისმინონ მთელ დროს ნადიმებში გამტარებელთ, რარიგ დიდია ზიანი სიმთვრალისგან, და ივლტოდნენ ამ ჭუჭყისგან. «განიფრთხო», ნათქვამია. რას ნიშნავს «განიფრთხო»? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ ეშმაკეულთა შესახებ, როცა გონს მოვლენ, კერძოდ, რომ ესა თუ ის გამოფხიზლდა და ეშმაკის ძალაუფლებისგან განთავისუფლდა, იგივე თქვა აქ წერილმა. მართლაც, სიმთვრალე ნებაყოფლობითი ეშმაკია, რომელიც ნამდვილ ეშმაკზე უარესად აბინდებს გონებას და მის ტყვეს ყოველ კრძალულებას ართმევს. ეშმაკეულს რომ ვხედავთ, ხშირად ვბრალობთ მას, ვთანაუგრძნობთ და ღრმა თანალმობას ვიჩ...

სრულად ნახვა