მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 21:12

11. ხოლო უკუეთუ სამნი ესე არა ყვნეს მან, განვიდეს იგი ცუდად თჳნიერ ვეცხლისა.12. ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.13. ხოლო რომელმან არა ნებსით, არამედ ღმერთმან მისცა იგი ჴელთა მისთა. მისცე ადგილი, რომელსა მიივლტოდის მუნ კაცისმკულელი იგი.
გამოსლვათა თავი 21
12. ხოლო უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, იგიცა მოკუედინ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...საქმეთა ურჩულოებისათა (რამეთუ ჩუეულებაჲცა ცოდვისაჲ სუფევდა სოფელსა შინა და ყოველსავე ბოროტსა ერეოდეს: კაცის-კლვათა, მრუშებათა, ურთიერთას ბრძოლათა), ამისთჳს ღმერთმან, ვითარცა აღჳრი მათისა მის სიცოფისა, დადვა შჯული, რაჲთა რომელმან კაც-კლას, მოიკლას მის წილ, და „თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. არა თუ რაჲთა ურთიერთას თუალთა და კბილთა აღმოჰჴდიდენ, არამედ რაჲთა შიშითა მსაჯულთა და მთავართაჲთა, რომელნი წესისაებრ შჯულისა შურის-გებასა ესევითართა საქმეთასა იქმოდეს, დასცხრენ ბოროტთა საქმეთაგან.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა უფალი ქუეყანად და მძლავრებაჲ იგი ცოდვისაჲ განაქარვა და თჳთმფლობელობისა მადლი უბრწყინვალესად განაახლა, ამისთჳს ჯეროვანსა და წესიერსა ჟამსა უაღრესთა ამათ საქმეთა გუასწავებს და უმაღლესისა ცხორებისა გზასა გჳჩუენებს, ვითარცა-ესე აწ იწყო ბრძანებათა ამათ წმიდათა, რამეთუ წესისაებრ ჟამთაჲსა წესიცა იგი რჩულის-დებისაჲ აღასრულა.

„გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“. არა ყოვლითურთ განაგდო საქმე იგი შერისხვისაჲ, არამედ ცუდი რისხვაჲ დააყენა: ერთად - რამეთუ ძნელ არს კაცისა ვნებათაგან სრულიად განთავისუფლებაჲ, არამედ აღჳრ-სხმად და დ...

სრულად ნახვა