მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 21:1

1. და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.2. უკუეთუ მოიგო მონაჲ ებრაელი, ექუს წელ გმონებდეს შენ, ხოლო მეშჳდესა წელსა განვიდეს თავისუფალი ნიჭითა.
გამოსლვათა თავი 21
1. და ესე აღრიცხვაჲ სამართალთა ჩემთა წინაშე მათსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ძმათა ცოდვების დაფარვის მოვალეობა (9:24):

...ივი კანონის ხელმძღვანელობით, უკვე იმას, რაც შემდეგ კანონში იქნა დადგენილი კაცობრიობის სასწავლებლად. კანონი ამბობდა: «პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა» (), და კიდევ: «ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს» (); ხოლო ისინი ამას საქმით უკვე ასრულებდნენ. ხედავ, როგორ ჰქონდა ბუნებას უკვე ადრე (კანონამდე) საკმარისი მოძღვარი (სათნოებისა)?

«და განიფრთხო», ამბობს წერილი, «ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ უყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან» (). «განიფრთხო», ნათქვამია. მოისმინონ მთელ დროს ნადიმებში გამტარებელთ, რარიგ დიდია ზიანი სიმთვრალისგან, და ივლტოდნენ ამ ჭუჭყისგან. «განიფრთხო», ნათქვამია. რას ნიშნავს «განიფრთხო»? რასაც ჩვეულებრივ ვამბობთ ეშმაკეულთა შესახებ, როცა გონს მოვლენ, კერძოდ, რომ ესა თუ ის გამოფხიზლდა და ეშმაკის ძალაუფლებისგან განთავისუფლდა, იგივე თქვა აქ წერილმა. მართლაც, სიმთვრალე ნებაყოფლობითი ეშმაკია, რომელიც ნამდვილ ეშმაკზე უარესად აბინდებს გონებას და მის ტყვეს ყოველ კრძალულებას ართმევს. ეშმაკეულს რომ ვხედავთ, ხშირად ვბრალობთ მას, ვთანაუგრძნობთ და ღრმა თანალმობას ვიჩ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...საქმეთა ურჩულოებისათა (რამეთუ ჩუეულებაჲცა ცოდვისაჲ სუფევდა სოფელსა შინა და ყოველსავე ბოროტსა ერეოდეს: კაცის-კლვათა, მრუშებათა, ურთიერთას ბრძოლათა), ამისთჳს ღმერთმან, ვითარცა აღჳრი მათისა მის სიცოფისა, დადვა შჯული, რაჲთა რომელმან კაც-კლას, მოიკლას მის წილ, და „თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. არა თუ რაჲთა ურთიერთას თუალთა და კბილთა აღმოჰჴდიდენ, არამედ რაჲთა შიშითა მსაჯულთა და მთავართაჲთა, რომელნი წესისაებრ შჯულისა შურის-გებასა ესევითართა საქმეთასა იქმოდეს, დასცხრენ ბოროტთა საქმეთაგან.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა უფალი ქუეყანად და მძლავრებაჲ იგი ცოდვისაჲ განაქარვა და თჳთმფლობელობისა მადლი უბრწყინვალესად განაახლა, ამისთჳს ჯეროვანსა და წესიერსა ჟამსა უაღრესთა ამათ საქმეთა გუასწავებს და უმაღლესისა ცხორებისა გზასა გჳჩუენებს, ვითარცა-ესე აწ იწყო ბრძანებათა ამათ წმიდათა, რამეთუ წესისაებრ ჟამთაჲსა წესიცა იგი რჩულის-დებისაჲ აღასრულა.

„გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“. არა ყოვლითურთ განაგდო საქმე იგი შერისხვისაჲ, არამედ ცუდი რისხვაჲ დააყენა: ერთად - რამეთუ ძნელ არს კაცისა ვნებათაგან სრულიად განთავისუფლებაჲ, არამედ აღჳრ-სხმად და დ...

სრულად ნახვა