...ათ შჳდგზის“. რაჲსათჳს-მე? არა თუ მან ძმაჲ მოკლა, არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: „მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა“. არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთაიგი იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკლველთა ზედა, და თჳსითა პირითა წამებდეს: „უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელ-თაჲსა“; და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა.
და იხილე, ვითარ ჯეროანსა ადგილსა აჴსენა აბელი, რაჲთა უჩუენოს, ვითარცა იგი შურით მოიკლა, ეგრეთვე ესენი შურითა ეძიებდეს მოკლვად უფლისა. ჵ უღმრთონო, რაჲ-მე სთქუათ, რა...