მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 2:24

23. შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტელთა და სულთ-ითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღადადებდეს.24. და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის მიმართ, ისაკ და იაკობისა.25. და მოხედნა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.
გამოსლვათა თავი 2
24. და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის მიმართ, ისაკ და იაკობისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კვ: ვითარმედ არა უჴმს მდგომარესა ვიდრე აღსასრულადმდე მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ, არცა რომელი დაეცეს, უჴმს სასოწარკუეთილებაჲ:

...დაასვნა; და ესოდენ განაბრწყინვა სული თჳსი, ესოდენ წმიდა-ყო, ვიდრეღა შემდგომად სიკუდილისა ნაშობთა მისთა ცოდვისა მლხინებელ იყო ღმერთი მისისა მის სათნოებისათჳს. და ვითარცა აბრაჰამისთჳს იტყოდა, ეგრეთვე და უმეტესადღა ამისთჳს თქუა ღმერთმან; რამეთუ აბრაჰამისთჳს ესრეთ იტყჳს: „მოვიჴსენე აღთქუმაჲ ჩემი აბრაჰამის მიმართ“; ხოლო აქა არა აღთქუმაჲ აჴსენა, არამედ ესრეთ თქუა: „დავითისთჳს, მონისა ჩემისა, ჴელისამპყრობელ ვექმნე ქალაქსა ამას“.

და სოლომონ შემდგომად ესევითარისა მის ცოდვისა, რომელ ცოდა, ჴსენებისათჳს სათნოებათა დავითისთა არა განაგდო მეფობისაგან. და ესოდენ იყო დიდებაჲ მისი, ვიდრეღა პეტრე მოციქული შემდგომად ესოდენთა წელთა ეტყოდა ერსა, ვითარმედ: „ჯერ-არს განცხადებულად თქუმად მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა“. და უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ეტყოდა რაჲ ჰურიათა, გამოაჩინებს, ვი-თარმედ შემდგომად ცოდვისა მის ესრეთ მოეცა კუალად მადლი სულისა წმიდისაჲ, ვიდრეღა ღმრთეებისა მისისათჳს წინაჲსწარმეტყუელებად ღირს იქმნა; რამეთუ ენება რაჲ პირთა მათ ურცხჳნოთა დაყოფაჲ, ესრეთ ეტყოდა: „ვითარ დავით სულითა ხადის მას უფლით და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა...

სრულად ნახვა