გამოსლვათა 19:23
22. და მღდელნი, მახლობელნი უფლისა ღმრთისანი, წმიდა იყვნენ, ნუსადა მოაკუდინოს მათგან უფალმან.23. და თქუა მოსე ღმრთისა მიმართ: ვერ შეუძლებს ერი აღმოსლვად მთასა სინასა, რამეთუ შენ მიწამე ჩუენ, მეტყუელმან, განაჩინე მთაჲ და წმიდა-ყავ იგი.24. და ჰრქუა მას უფალმან: ვიდოდე, შთავედ და აღმოხჳდე შენ და აჰრონ შენ თანა, ხოლო მღდელნი და ერნი ნუ იიძულებიან აღსლვად ღმრთისა მიმართ, ნუსადა წარწყმიდოს მათგანი უფალმან.
გამოსლვათა თავი 19