...ხოლო ჯერიყო, რაჲთა მამისაცა წამებაჲ გამოაჩინოს და სარწმუნო-ყოს, და ამისი ენება უფალსა ქმნაჲ. ამისთჳს თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემია და ეზეკიელ და სხუათა მრავალთა. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტესი? გარნა ესე არს, რამეთუ ენება, რაჲთამცა მცირედმცირედ ასწავა მათ გულისხმის-ყოფად კეთილი, რაჲთა ცნან, ვითარმედ არცა ჴმაჲ არს ღმრთისაჲ, არცა ფერი, რაჲთამცა ესმა კაცსა ანუ იხილა, არამედ უზეშთაეს არს სახეთა და სიტყუათა ესევითართა ღმერთი. რამე-თუ არა თუ იტყჳს, თუ: ღმერთი ჴმასა გამოიღებს, გარნა არა სასმენელსა, ანუ თუ ფერი რაჲმე აქუს არა სახილველი, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს ნივთიერთა ამათ საქმეთაგანი ღმრთისა თანა. რამეთუ რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ღმერთი მოსეს ოდენ ეტყოდა, ვითარცა-იგი თქუესცა, ვითარმედ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“,