გამოსლვათა 16:23
22. ხოლო, იქმნა რაჲ დღე მეექუსე, შეკრიბეს სათანადოჲ ორ წილად ორი ღომორი თითომან და შევიდეს ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი და მიუთხრეს მოსეს.23. და თქუა მოსე მათდა მიმართ: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შაბათი განსუენებისა წმიდაჲ უფლისაჲ ხვალე, რაოდენიცა შესწუათ, შეიწუას, და რაოდენიცა შეაგბოთ, შეგბეს; და ყოველი ნამეტავი დაუტევეთ იგი შთასადებელსა შინა ვიდრე განთიადმდე!24. და დაუტევეს მისგან ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ამცნო მათ მოსე: და არა აღყროლდა, არცა მატლი შეიქმნა მას შინა.
გამოსლვათა თავი 16