გამოსლვათა 13:18
17. ხოლო ვითარცა განავლინა ფარაო ერი იგი, არა გზა-უყო მათ ღმერთმან გზაჲ ქუეყანისა ფილისტიმისაჲ, რამეთუ ახლო იყო. რამეთუ თქუა უფალმან: ნუსადა შეინანოს ერმან, იხილოს რაჲ ბრძოლაჲ, და მიაქციოს ეგჳპტედ.18. და მოაქცია უფალმან ერი უდაბნოდ მიმართ ზღუად მიმართ მეწამულად, ხოლო მეხუთე ნათესავი აღმოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.19. და მიიხუნა მოსე ძუალნი იოსებისნი მის თანა, რამეთუ ფიცით აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა, მეტყუელმან: მოხილვასა მას, რომლითა მოგხედოს თქუენ უფალმან, თანა-აღიხუენით ძალნიცა ჩემნი ამიერ თქუენ თანა
გამოსლვათა თავი 13