გამოსლვათა 13:14
13. ყოველი განმღებელი საშოჲსაჲ კარაული განსცვალო ცხოვრად, ხოლო უკუეთჱ არა განსცვალო, იჴსნა იგი. ყოველი პირმშოჲ კაცისაჲ ძეთა შენთასა იჴსნა.14. ხოლო უკუეთუ გკითხოს შენ ამისსა შემდგომად ძემან შენმან მეტყუელმან: რაჲ არს ესე? და ჰრქუა მას, ვითარმედ: ჴელითა მტკიცითა გამომიყუანნა ჩუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან მონებისა.15. ხოლო რაჟამს განფიცხნა ფარაო გამოვლინებად ჩუენდა, მოკლა ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა პირმშოჲთგან კაცისათ ვიდრე პირმშოდმდე საცხოვართა. ამისთჳს შევსწირავ მეცა უფლისა ყოველსა განმღებელსა საშოჲსასა წულსა, და ყოველსა პირმშოსა ძეთა ჩემთასა ვიჴსნი.
გამოსლვათა თავი 13