... რადგან იერემიამ სამოცდაათი წელი განსაზღვრა (; 29:10), დანიელმაც მსგავსად სამი შვიდეული და ნახევარი (; 12:7); ეგვიპტეშიც ნათქვამი იყო, რომ ოთხას ოცდაათი წელი მონობაში იქნებოდნენ (). ხოლო ამ ტყვეობისთვის არსად არის დადგენილი დრო და არც დასასრული, არამედ „აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად“ (), და თქვენი მდგომარეობა ყოველდღე უარესისკენ მიდის.
6. ხილული ქმნილება და ადამიანისადმი განგება
როცა ყოველივე ამას საკუთარ თავში ზედმიწევნით გაიაზრებთ და აქედან სიტყვას განავრცობთ, რადგან წერილიც ამბობს: „აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად“ (), შეძლებთ მათი უსირცხვილობისა და უმადურობის მხილებას. „რამეთუ ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი“ (). სხვა ამბობს: „რადგან ვხედავ ცებს“....