გამოსლვათა 12:35
34. და აღიღო ერმან მან თბე იგი აღსუარული მჩურითა განუყოფელი და გარდაიკიდეს მჴართა მათთა და განვიდეს.35. და ყვეს ეგრე ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე და მოითხოვეს სამოსელი იგი შესხმად მამაკაცმან მოყუსისაგან თჳსისა და დედაკაცმან მეზობლისაგან თჳსისა, ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისაჲ და სამოსელი პატიოსანი.36. და უფალმან მოსცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელთა მათ, რამეთუ განუჴსნნა გულნი მათნი და მისცეს, ვითარცა იგინი სთხოვდეს, და მოიღეს და შეუკრიბეს ყოველივე ძეთა მათ ისრაჱლისათა. და ესრეთ განძარცული და განშიშულებული დაუტევეს ქუეყანა იგი ეგჳპტელთა მათ.
გამოსლვათა თავი 12