მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 12:16

15. შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.16. რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.17. ეკრძალენით მცნებასა ამას, რამეთუ დღესა ამას გამოგიყუანებ თქუენ ქუეყანისა ამისგან ეგჳპტელთასა, და გეპყრან თქუენ დღე იგი თესლითი თესლადმდე თქუენდა შჯულად საუკუნოდ.
გამოსლვათა თავი 12
16. რამეთუ დღე იგი პირველი წოდებულ არს წმიდა. და დღე იგი უფლისაჲ წოდებულ არს წმიდა უფლისა, ყოველივე საქმე ხარკით მსახურებისა მათ დღეთა შინა ნუ იქთ, გარნა ერთი იგი საქმე, რომლისა გარეშე არა რაჲ განეგების ყოველსა კაცსა, საქმე ესე ხოლო იქმნებოდენ თქუენდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...ეშინდენ.

მაშინ უკუე კეთილ იყო შაბათისა უქმობაჲ, რამეთუ ასწავებდა მათ კაცთმოყუარებასა, მოაჴსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწუევდა განშორებად ბოროტისაგან; რამეთუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაჲთა ბოროტთაგან განეყენნენ, არა თუ კეთილთა, რამეთუ იტყჳს: ნურარას იქმთ შაბათსა შინა, გარეშე, რომელ-იგი მოსაგებელ იყოს სულისა. ამისთჳსცა ტაძარსა შინა ყოველივე საქმე ორკეცად იქმნებოდა შაბათსა შინა, მსხუერპლთა და მსახურებათაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა დაყენებისათჳს განეწესა უქმობაჲ იგი, ხოლო სულიერთა და საღმრთოთა საქმეთა არა აყენებს.

აწ უკუე ქრისტემან ესევითარი ესე წესი, რომლისათჳს პირველთაგან უქმობაჲ შაბათისაჲ განაწესა, არა თუ დაჰჴსნა, არამედ მრავალწილად აღაორძინა, რამეთუ მოწევნულ იყო ჟამი ყოვლისავე სულიერისა კერძო და საღმრთოთა საქმეთა წარმატებად; ამისთჳს არა ერთსა შინა დღესა დაუტევა წესი ბოროტთაგან უქმობისაჲ, არამედ ყოველთა დღეთა სრულიად უცხო-ყოფაჲ ბოროტთა საქმეთაგან გჳბრძანა, ხოლო კეთილისა მიმართ მარადის მოსწრაფებაჲ განგჳწესა; არა შაბათისა მიერ მოგუცა ცნობად, ვითარმედ ღმერთი არს ყოველთა დამბადებელი, არამედ მრავალთა მიერ და ჭეშმარიტთა გულისჴმისსაყოფელთა საქმეთა გულსავსე ვართ, ვითარმედ ყოველივე ნებითა ბრძანებისა მისისაჲთა არარაჲსაგან...

სრულად ნახვა