მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 12:14

13. და იყოს სისხლი იგი თქუენდა აღსანიშნველად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო მე სისხლი იგი აღნიშნული ზეღა ბჭეთა მათ და დაგიფარნე თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოსა მას ეგჳპტისასა.14. და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.15. შჳდ დღე უფუველი ჭამეთ და პირველით დღითგანვე ბალარჯობათა მათ განაქარვეთ ყოველივე ცომი სახლებისაგან თქუენისა და ყოველმან, რომელმან ჭამოს თბისაგან მფუვილისა, მოსპოლვით მოისპოს იგი კაცი ისრაჱლისაგან პირველით დღითგან დღედმდე, მეშჳდედ.
გამოსლვათა თავი 12
14. და იყოს სისხლი იგი თქუენდა საჴსენებელად დღესასწაულად ზატიკობისა უფლისა თესლთა მიმართ ყოველთა შჯული სიხარულისა უკუნისამდე თავი დღესასწაულთა მათ წელიწდეულთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და თქუა: მიიღეთ, ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (26,26-28).:

...ლი დაითხია სასწაულად პირმშოთა მათ, რაჲთა თანაწარჰჴდებოდის მომსრველი იგი, ხოლო ესე დაითხევის მისატევებელად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა; რაჲთა სცნათ, ვითარმედ დიდ არს საიდუმლოჲ ვნებისა და ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ და ნუგეშინისცემულ იყვნეთ. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“, ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.

ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“, ესე იგი არს, მოცემად თქუენდა წესი ახალთა ამათ საიდუმლოთა და პასექისა ამის სულიერისა.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ სასუმელი იგი პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა არა შეშფოთნენ იგინი და თქუან, თუ: რაჲ არს ესე, ჴორცსა ვჭამდეთა და სისხლსა ვსუმიდეთა? რამეთუ პირველცა ჰრქუეს, ვითარმედ: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე“. ამისთჳს პირველად თავადმან მიიღო, რაჲთა გულსმოდგინედ მიიღონ ზიარებაჲ საიდუმლოთაჲ, და დასცხრეს ძუელი იგი წესი.

რამეთუ ამისთჳს ჰრქუა: „ამას ჰყოფდით“, რაჲთა იგი განაქარვოს; და მწვალებელთა პირი დაუყო. რამეთუ ოდეს გურქუან ჩუენ, ვი...

სრულად ნახვა