გამოსლვათა 11:8
7. გარნა შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა ლეკჳსაცა ერთისა ჭუმინვაჲ არცა იყოს კაცითგან მიპირუტყუადმდე, რამეთუ არა ვის ევნებოდის, რათა განცხადნეს, ვითარ იდიდოს უფალი ღმერთი შორის მეგჳპტელთა მაგათ და შორის ისრაჱლთა.8. და მოვიდენ ყოველნი ეგე მონანი შენნი ჩემდა და თაყუანის-მცენ მე და თქუან: განვედ შენ და ყოველი ეგე ერი შენი, რომელსა შენ უძღჳ! და მაშინღა წარვიდე. ესე თქუა მოსე.9. და გამოვიდა პირისაგან ფარაოსა სავსე გულისწყრომითა და ჰრქუა უფალმან მოსეს: არა ყოფად არს, არა ისმინოს შენი ფარაო, არა თუ აღვავსო და აღვასრულო ყოველივე იგი ნიშები ჩემი და სასწაულები ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა.
გამოსლვათა თავი 11