მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 11:5

4. სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.5. ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,6. და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგჳპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადებაჲ არა სადა ყოფილ იყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად არს მიაღსასრულადმდე ჟამთა.
გამოსლვათა თავი 11
5. ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს; ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“ (24,40-42).:

...ნიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით, ორთაგანვე მოქალაქობა-თა. ამისთჳს ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსა სლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა, და წისქჳლსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს ძუელსა შინა, ვითარმედ: „მჯდომარითგან საყდართა ზედა მიტყუედმდე, რომელი არნ წისქჳლსა შინა“. რამეთუ ვინაჲთგან ზემო ეთქუა, ვითარმედ: „ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა“, აწ აქა გამოაჩინებს, ვითარმედ არცა მდიდარნი ყოველნი წარწყმდებიან, არცა გლახაკნი ყოველნი ცხონდებიან, არამედ მათგანნიცა და ამათგანნიცა რომელნიმე ცხონდებიან, და რომელნიმე წარწყმდებიან. „ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა“. - ესე სახე არს მდიდართაჲ; ერთი იგი წარიტაცოს სასუფეველად, და ერთი იგი დაეტეოს ცოდვილთა თანა. „ორნი ფქვიდენ“. - ესე სახე არს გლახაკთაჲ; ერთი წარიტაცოს ცხოვრებად, და ერთი დაეტეოს ცოდვილთა თანა. ორთავე დასთაგან, მდიდართაცა და გლახაკთა, რომელნიმე მართალთა თანა შეირაცხნენ, და რომელნიმე - ცოდვილთა.

კუალად წისქჳლისა მიერ მოქცევი ესე გამოისახვის საწუთროჲსა ამის ცხორებისაჲ, რომელი დაუდგრომელად იქცევის და მსგავსად წისქჳლისა მსწრაფლ აქცევს საქმეთა ჩუენთა. „ორნი მოფქავნი“. - გულისხმა-იყოფებიან ერთსა საქმესა შინა მყოფნი ორნი კაცნი, გინა თუ მღდელობასა, გინა...

სრულად ნახვა