გამოსლვათა 11:4
3. და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას ითხოვდეს იგინი მათგან. და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა.4. სიტყუად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყჳს უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.5. ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოჲ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა კაცითგან მიპირუტყუადმდე, პირმშოჲთგან ფარაოჲსით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა მიპირმშოდმდე მჴევლისა, რომელი-იგი გამოჰკრავს ფქჳლთა მათ,
გამოსლვათა თავი 11