გამოსლვათა 11:2
1. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაჲ მივავლინო მე. ფარაოს ზედა და ეგჳპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ.2. ეტყოდე შენ ფარულად ყურთა ერისათა, რათა მივიდენ და სამკაული შესასხმელად მოითხოვონ ეგჳპტელთა მათგან მამაკაცმან მოძმისაგან თჳსისა და ეგრეთვე დედაკაცმან მახლობელისაგან თჳსისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვერცხლისა და სამოსელი პატიოსანი.3. და უფალმან მისცა მადლი ერსა თჳსსა წინაშე ეგჳპტელია მათ და განუჴსნა გული მათი მოცემად მათდა სამკაული იგი შესხმად, ვითარცა-რას ითხოვდეს იგინი მათგან. და კაცი იგი მოსე განდიდნა და ამაღლდა დიდად ფრიად წინაშე მეგჳპტელთა მათ და წინაშე ფარაოჲსა და ყოვლისა ერისა მისისა.
გამოსლვათა თავი 11