გამოსლვათა 10:9
8. და მოაქციეს მოსე და აჰრონ მუნვე ფარაოსა და ჰრქუა მათ: გუალეთ, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, და აწ ვინ და ვინ მისლვად ხართ?9. მიუგო მოსე და ჰრქუა: მოხუცებულითურთ და ჭაბუკითურთ მივალთ, ძეებით და ასულებით, ცოლით და შჳლითურთ, ზროხით და ცხოვარით, და ყოვლით საცხოვარითურთ, რამეთუ დღესასწაული არს უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.10. და ჰრქუა მათ ფარაო: ეგრე იყავნ, უფალი თქუენ თანა, და თქუენ განგიტევნე, სახლითურთ თქუენით გნებავს წარსლვის? ჰხედავთ, რამეთუ ზრახვაჲ ბოროტებისა ძეს გულსა შინა თქუენსა.
გამოსლვათა თავი 10