მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:27

26. ხოლო ზეცისა იგი იერუსალჱმი აზნაურ არს, რომელ არს დედაჲ ჩუენ ყოველთაჲ.27. რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი.28. ხოლო ჩუენ, ძმანო, ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ.
გალატელთა მიმართ თავი 4
27. რამეთუ წერილ არს: იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ჴმობდ, რომელსა არა გელმოდა, რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოჴრისანი უფროჲს, ვიდრე რომელსა-იგი ესუას ქმარი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...სნი სიმრავლითა ნაშობთაჲთა, რომელთა შორის განსცხრების ათძალითა შემასხმელითა, ვითარცა დედაჲ შვილთა მიერ სახარულევანი, რამეთუ შეიწყნარა ხარებული იგი ესაია ჴმამაღლისაჲ, რომელ თქუა: „იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ღაღად-ყავ, რომელსა არა გელმოდა“. ; ამისთჳსცა ნაკადულნი დიან საღმრთოჲსა მის ცუარისა და წყლისა ცხოველისანი საყოფელთა შორის სიონისათა, რომელ არიან ქადაგებანი მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი და წმიდათა მღდელთმოძღუართანი, რომელთა შორის სავანე-ყო მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან მამით და სულით წმიდითურთ.

ამისთჳს არა ღირს წოდებად მათა სწორ კაცთა, არამედ მოდასედ უჴორცოთა ზეცისათა, რომელთა მსგავსად ორბისა ფრთოვან-ქმნეს გონებაჲ მათი სიმაღლედ მიმართ სამყაროჲსა და ვითარცა ღრუბელთა აცურიეს სოფელსა ცუარი ღმრთისმეცნიერებისაჲ, და აღორძნდა ნაყოფი მართლისა სარწმუნოებისაჲ უმეტეს პირველისა.

რამეთუ შორის მისა ვითარცა ღუარძლი განარჩიეს ნერგი იგი სიმწარისაჲ, სარწმუნოებაჲ მჴეცებრ განბოროტებულთა მწვალებელთაჲ, რომელნი განცოფნეს სიბრძნესა შინა ამის სოფლისასა, ხოლო სილაღითა მით უკეთურებისა თჳსისაჲთა არა თავს-იდვეს მორჩილებაჲ სწავლასა მოციქულთასა, არამედ შემოიღეს მოძღურებაჲ უცხოჲ და მრავ...

სრულად ნახვა