მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 4:2

1. ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.2. არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.3. ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.
გალატელთა მიმართ თავი 4
2. არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ესე უწყით, რამეთუ, რაოდენსა შჯული ეტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს და საშჯელისა თანამდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისა, რამეთუ საქმეთა მათგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).:

...ანმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს ყოველი გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,19-20).

თარგმანი: ყოველთავე ძუელთა წიგნთა "შჯულად" სახელ-სდებს მოციქული; ვითარცა, რაჟამს-იგი იტყოდის "დაბადებისაგან", ვითარმედ: "შჯულრა აღმოგიკითხავსა, რამეთუ აბრაჰამს ორ ძე ესხნეს" (), ეგრეთვე აწ ზემო თქუმულთა მათ სიტყუათა ბრალობისათა დავითისთა და ესაიაჲსთა "შჯულად" უწოდს, და შჯულისაგანთა მიმართ თქუმულად, რომელ არიან ჰურიანი, ხოლო დაღაცათუ მათდა მიმართ ოდენ იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი, არამედ სამართლად მ მით პირითა ყოველსა სოფელსა ამხილეს ზოგად თანამდებობაჲ ცოდვისა", რაჲთა ყოველთა წინა-გზა- სარწმუნოებისა მიმართ, რაჟამს გულისჴმის-ყოფად მოიყვანნენ, ვითარმედ ვერ კმა არს სრულ-მყოფელად და საცხორებელად მათდა ვერ შჯული წიგნისაჲ, ვერცაღა შჯული სჳნიდისისაჲ, თჳნიერ მხოლოდ სარწმუნოებაჲ იესუ ქრისტესი. ხოლო გესმას რაჲ, ვითარმედ "ყოველთავე ცოდეს", არა ამისთჳს ცოდეს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, არამედ, რაჟამს მათ ცოდეს, და შჯულმან ამხილა ცოდვაჲ იგი, მაშინღა მხილებულთა მათ დაეყო პირი, რაჲთა არღარა აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ უმეცრებით ცოდვენ. ამისთჳს არა ხ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ბოლოსიტყუაჲ:

...სნი სიმრავლითა ნაშობთაჲთა, რომელთა შორის განსცხრების ათძალითა შემასხმელითა, ვითარცა დედაჲ შვილთა მიერ სახარულევანი, რამეთუ შეიწყნარა ხარებული იგი ესაია ჴმამაღლისაჲ, რომელ თქუა: „იხარებდ, ბერწი ეგე, რომელი არა შობდ; აღიმაღლე და ღაღად-ყავ, რომელსა არა გელმოდა“. ; ამისთჳსცა ნაკადულნი დიან საღმრთოჲსა მის ცუარისა და წყლისა ცხოველისანი საყოფელთა შორის სიონისათა, რომელ არიან ქადაგებანი მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი და წმიდათა მღდელთმოძღუართანი, რომელთა შორის სავანე-ყო მხოლოდშობილმან ძემან ღმრთისამან მამით და სულით წმიდითურთ.

ამისთჳს არა ღირს წოდებად მათა სწორ კაცთა, არამედ მოდასედ უჴორცოთა ზეცისათა, რომელთა მსგავსად ორბისა ფრთოვან-ქმნეს გონებაჲ მათი სიმაღლედ მიმართ სამყაროჲსა და ვითარცა ღრუბელთა აცურიეს სოფელსა ცუარი ღმრთისმეცნიერებისაჲ, და აღორძნდა ნაყოფი მართლისა სარწმუნოებისაჲ უმეტეს პირველისა.

რამეთუ შორის მისა ვითარცა ღუარძლი განარჩიეს ნერგი იგი სიმწარისაჲ, სარწმუნოებაჲ მჴეცებრ განბოროტებულთა მწვალებელთაჲ, რომელნი განცოფნეს სიბრძნესა შინა ამის სოფლისასა, ხოლო სილაღითა მით უკეთურებისა თჳსისაჲთა არა თავს-იდვეს მორჩილებაჲ სწავლასა მოციქულთასა, არამედ შემოიღეს მოძღურებაჲ უცხოჲ და მრავ...

სრულად ნახვა