თარგმანი: ესრეთ იკითხავს, ვითარმედ: სადა არს აწ ნეტარებაჲ იგი თქუენი, მორჩილებაჲ სახარებისაჲ და მოშურნე ყოფაჲ სარწმუნოებისაჲ, რომლისათჳს მე და მრავალნი გნატრიდით თქუენ? სადა არს აწ, —რამეთუ ვერღარა ვხედავ, ვითარცა არა-ყოფილსა, — რამეთუ მაშინ თუალთაცა თქუენთა აღმოიჴდიდით, დაღათუმცა ესე ჯერ-იყო რომელთასა უპატიოსნეს შეგერაცხე მე. ხოლო აწ არცა თუ კნინოდენსა მხილებასა ჩემსა მიითუალავთ.
გალატელთა მიმართ 4:15
...ენ. რადგან ამბობს: „რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს“ (). სხვების შესახებაც წერდა და ამბობდა: „შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე“ (). კორინთელებსაც სწერდა პავლე და ამბობდა: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ“ (), ასე თრთოდნენ ისინი მოციქულთა წინაშე და ეშინოდათ მათი. და ლუკაც კვლავ წერდა და ამბობდა: „ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი“ (). და კვლავ: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?“ ().
4. რჩეული სამკვიდრებელი და ქრისტეს...
...ეთი კეთილგანწყობით, როგორც მორწმუნეები ემორჩილებოდნენ პავლეს, როცა ის მხოლოდ წერილით მიმართავდა? რას იტყოდა ვინმე მისდამი სიყვარულსა და მისთვის გამოჩენილ მოშურნეობაზე, როცა ისინი მზად იყვნენ იმაზეც კი, რასაც პავლე ამბობს: „თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე“ ()? ვის შეუძენია ოდესმე ასეთი მონები? ყოველივე ამას გულისხმობდა წინასწარმეტყველი: როგორ დაიმორჩილეს მათ მორწმუნენი, როგორ იყვნენ ურწმუნოთათვის საშიშნი, რადგან ძლიერად უკუაგდებდნენ მათ, და როგორ იმარჯვებდა ქრისტე მათ მიერ. ამიტომ მან უბრალოდ „უფლებდე შორის მტერთა შენთა“ () კი არ თქვა, არამედ „სრულად უფლობდე“, რითაც გაძლიერებულ მფლობელობას აღნიშნავდა.
ამას ხედავდნენ მოწინააღმდეგენი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ, თუმცა მათ მხარეს იყო კანონები, ჯალათები და მთელი ძალაუფლება. მაგრამ ისინი უფრო ძლიერნი იყვნენ მათში დამკვიდრებულის გამო. იგი მათ მიერ სრულად უფლობდა: უბრალოდ კი არ უფლობდა, არამე...