მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:4

3. ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ?4. ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!5. აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?
გალატელთა მიმართ თავი 3
4. ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად (3,4).:

თარგმანი: ესე არს ვნებაჲ, რამეთუ წინადაცუეთითა ცუდ იქმნებოდა მათთჳს ნათლისღებაჲ, და უქმ — კეთილნი იგი, მის მიერ მინიჭებულნი. ხოლო ამის ცუდ ქმნისაჲ არს ღონე კუალად ცუდ ქმნისაჲ, რომელი-იგი ჰეთუმცა იქმნა, რაჲთამცა კუალად მოქცევითა და შედგომითა მადლისაჲთა ცუდ და ამაო ყვეს ვნებაჲ იგი და ზღვევაჲ მისგან განვრდომისაჲ, რამეთუ ამას ინატრის მოციქული, რაჲთა მისცეს მათ სასოებაჲ შენანებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის