თარგმანი: იხილე, ვითარ ერთად შეასრულა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ ზემო თქუა, ვითარმედ: არა შჯულისაგან, არამედ სარწმუნოებისა მიერ შეირაცხვის კაცი შვილად აბრაჰამისსა, რამეთუ იგი სარწმუნოებითა განმართლდა, და მის ძლით მიიღო აღთქუმაჲ, ვითარმედ: არა მრავალთა ნათესავთა, არამედ ერთისა მის ნათესავისა მისისა — ქრისტეს მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი. ამისსა შემდგომად აჩუენა, ვითარმედ ქრისტე არს ნათესავ აბრაჰამისსა, რამეთუ ჴორციელად მშობელი მისი ქალწული აბრაჰამის ნათესავით შთამომავალ იყო. ამას შეუდგინა, თუ ვითარ ვიქმნებით ჩუენ შვილ ღმრთისა (ცხად არს, ვითარმედ — ქრისტეს მიმართ ნათლისღებისა მიერ, შემოსითა ქრისტესითა), ხოლო კუალად ამას — ესე, ვითარმედ: მის მიერ ნათელღებულნი ყოველნი ერთგუამ ვართ მის თანა. ხოლო აწ ზოგად ყოველთა დაგჳმკჳდრებს შვილებასა თანა ღმრთისასა შვილებასაცა აბრაჰამისსა, რამეთუ მადლით ძეობისა პატივსა აღმყვანებელი ჩუენი ქრისტე, ვითარ-იგი ზეცას —ბუნებით ძე ღმრთის, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა, ბუნებით განკაცებითა ქალწულისაგან, შვილ აბრაჰამისსა არს. და, ვითარ-იგი ძეობასა ღმრთისასა, ეგრეთვე აბრაჰამისსაცა დამიმკჳდრებს ჩუენ.
გალატელთა მიმართ 3:29
28. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.29. ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.
გალატელთა მიმართ თავი 3