თარგმანი: ვინაჲთგან ზემო გუახარა შვილებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არავინ შეორგულდეს მიმთხუევად სიმაღლისა ამის, ამისთჳს სახესაცა იტყჳს მიმთხუევისასა; რომლისა დაღაცათუ წესი სიტყუათა შემდგომობისაჲ ამას ითხოვდა, ვითარმედ: "რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, შვილ ღმრთისა ქმნილ ხართ", არამედ იგი ამისსაცა უმაღლეს იღიყვანებს სიტყუასა თჳსსა, ვითარმედ: რავდენთა სახელითა ქრისტესითა ნათელ-იღეთ, არღარა სხუაჲ უდარესი რაჲმე, არამედ თჳთ იგი თავადი ქრისტე შეიმოსეთ; რამეთუ ხატად მისსა შეიცვალენით, და ყოვლითურთ თავთა შინა თქუენთა შეწყნარებითა მისითა თანაზიარ ძეობისა მისისა იქმნენით, რაჲთა, ვითარ იგი ბუნებით ძე არს ღმრთისაჲ, ეგრეთვე თქუენ მადლით ძე ღმრთისა გყვნეს.
გალატელთა მიმართ 3:27
26. რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.27. რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.28. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.
გალატელთა მიმართ თავი 3