მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:21

20. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.21. აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.22. არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.
გალატელთა მიმართ თავი 3
21. აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.
გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: აწ უკუე სჯული მტერმე არს-ა აღთქუმათა ღმრთისათა? (3,21).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთმან აღუთქუა აბრაჰამს თუ: ნათესავისა შენისაგან იყოს ცხორებაჲ, რომელ არს ქრისტე. აწ უკუე მოსეს რჩულიმცა აღთქუმათა მათ წინა-აღუდგებოდა-ა? — ნუ იყოფინ!

თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისათაჲ? — ნუ იყოფინ! (3,21).:

თარგმანი: კუალად ამასცა იჭუსა თჳთვე დაჰჴსნის, რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: ვინაჲთგან შჯული წყევისა თანამდებ ჰყოფდა კაცთა, ხოლო ქრისტე კურთხევასა მოატყუებს, ნუუკუე მტერ-მე იყოს შჯული აღთქუმათა მათ ღმრთისათა აბრაჰამის მიმართ, რომელნი ქრისტეს მიერ მოგუეცნეს! - ამისი უჯეროებაჲ ესრეთ ცხად ყო, ვითარმედ: "ნუ იყოფინ!"

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის