მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:20

19. აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა?20. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.21. აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.
გალატელთა მიმართ თავი 3
20. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა. ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს (3,19-20).:

თარგმანი: გინათუ მღდელთა უწოდს ანგელოზად, რომელნი-იგი მსახურ და მბრძანებელ იყვნეს შჯულისა; გინათუ თჳთ ანგელოზთა იტყჳს, რომელნი მსახურ და მომრთუმელ კაცთა იყვნეს შჯულისა. ხოლო ჴელ შუვამდგომელისა არს თჳთ თავადი ქრისტე, მარჯუენე და მკლავი მამისაჲ, რომელი თჳთ იგი არს მომცემელი შჯულისაჲ, და თჳსსა მას მოცემულსა თჳთვე დაჴსნად ჴელ-ეწიფების. ხოლო შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა არს ქრისტე. არა თუ ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა რამეთუ შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს და ერთღმრთეებად იქადაგების წმიდაჲ სამებაჲ), არამედ ბუნებითა მით კაცებისა, ჩუენგან მიღებულისაჲთა, რომლითა დამაგნა ზოგად თავსა თჳსსა და მამისასა, მტერ ყოფილნი პირველ. ხოლო აწინდელი ესე სიტყუაჲ მოციქულისაჲ აღჳრი არს, და უფროჲსღა დამყოფელი პირისა მწვალებელთაჲსა, რომელნი ძესა უდარეს ჰყოფენ მამისა, და სულსა კუალად — უდარეს ძისა; არამედ მოციქული ჴმამაღლად ჴმობს ვითარმედ: "ღმერთი ერთ არს". ესე იგი არს, ვითარმედ ერთღმრთეება და ერთარსება არს სამებაჲ წმიდაჲ, რომლისათჳს არა იხილვების მათ შორის ნებაჲ განყოფილი. ამისთჳს ძე ჴორცთა ბუნებითა შუამდგომელ არს, ვითარცა კაცი, კაცთათჳს, და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის