მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:13

12. ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.13. ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა.14. რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა.
გალატელთა მიმართ თავი 3
13. ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა.
თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).:

თარგმანი: რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: "აბრაჰამ ამისთჳს სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა, რამეთუ პირველ შჯულისა იყო, და არა იყო მის ზედა წყევაჲ გარდამავალობისა მისისაჲ, ხოლო აწ ჩუენ, შემდგომად შჯულისა მყოფნი, ვინღა მიჴსნნეს წყევისაგან შჯულისა, უკუეთუ განვადგეთ მას?" — ამისა დასაჴსნელად იტყჳს, ვითარმედ: ქრისტემან არა ლიტონად მიჴსნნა, არამედ სასყიდლით მომიყიდნა თანამდებნი წყევისანი წყევისაგან შჯულისა, რაჟამს სასყიდლად მისცა თჳთ მის, არა-თანამდებისაჲ წყევასა, თავისა თჳსისაჲ შეყვანებაჲ წყევასა ქუეშე. ხოლო სხუებრისა წყევისა თანამდებ ვიყვენით ჩუენ, მისსა, რომელი-იგი იტყჳს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსავე წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა" (), და ქრისტე ამის წყევისაგან თავისუფალ იყო; რამეთუ გარდასლვაჲ შჯულისაჲ ცოდვაჲ იყო, ხოლო "ქრისტემან ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა" (). ვინაჲცა, ვითარცა-იგი სიკუდილისა თავსდებაჲ საჴმარ იქმნა მისსა, ჴსნად ჩუენდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო...

სრულად ნახვა
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის კაცთმოყვარეობა და ძმის ცხონება:

...რისთვისმე, არამედ კაცთა მოდგმის ცხონებისთვის. და რას ვამბობ, ჩვენი ხორცი შეისხა და ყოველივე ადამიანური გამოსცადაო, როცა მან ჯვარიც კი იტვირთა, რათა ჩვენ, ცოდვებით დატყვევებულნი, წყევისგან გვეხსნა? ამის შესახებ ღაღადებს პავლე: „ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე" (). მაშ, თუკი ის — ღმერთი და მიუწვდომელი არსება — გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ყოველივე ამას იკისრებდა ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ რა არ უნდა ვქმნათ ჩვენი ძმებისა და მოყვასებისთვის, რომ ეშმაკის ხახიდან გამოვგლიჯოთ და სათნოების გზაზე მივუძღვეთ? რამდენადაც სული სხეულზე უკეთესია, იმდენად უმაღლესი ჯილდოს ღირსნი იქნებიან — ღარიბებისთვის ფულის მიმცემთა წინაშე — ისინი, ვინც შეგონებებითა და ხშირი შეგონებებით დაუდევართა და ცთომილთ სწორ გზაზე მოიყვანენ, აჩვენებენ რა მათ მანკიერების სიმახინჯესა და საღვთო სათნოების დიდ სილამაზეს.

5. სულიერი ბრძოლა და ღვთის საჭურველი

მაშ, ამის ყველაფრის მცოდნენი, ვესაუბრებოდეთ მოყვასებს ყოველივე ამქვეყნიურზე ადრე სულის ცხონებაზე და მათში ამის შესახებ მზრუნველობას ვაღვიძებდეთ. სასურველია, ნამდვილად სასურველია, რომ სული, მუდამ ასეთ შეგონებებს რომ ისმენს, შეძლოს ამოსვლა იმ ბოროტებათა უფსკრულიდან, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ვითარმედ: „დაიმდაბლა თავი თჳსი ვიდრე სიკუდილადმდე, სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“2.

და იხილა რაჲ, ვითარმედ გარდაჴდად თანანადებთა მათ ჩუენთა და სატანჯველთა შეუძლებელ ვართ, თავს-იდვა ესეცა, ვითარცა იტყჳს იგივე მოციქული, ვითარმედ: „ქრისტემან გამოგჳჴსნა ჩუენ წყევისა მისგან შჯულისა, იქმნა რაჲ ჩუენთჳს წყევასა ქუეშე“.

და ესრეთ კაცებისა ყოველივე შეიმოსა და მიიღო და თავისა მიერ თჳსისა თანანადები ჩუენი გარდაიჴადა. და დაგუაგნა და შეგუაწყნარნა ჩუენ მამასა, რაჲთა ვნებითა თჳსითა უვნებელ-ყოს ვნებული ბუნებაჲ კაც-თაჲ და მცირეთა წილ დიდნი საქმენი ცვალნეს.

რამეთუ გარდამოჴდა, რაჲთა ჩუენ ზეცად აღსლვაჲ მოგუანიჭოს; იშვა, რაჲთა ჩუენ მის მიერ უშობელსა მას მამასა დავეგნეთ; მოუძლურდა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ აღვდგეთ ძალითა და ვთქუათ პავლესებრ: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“.

მიიხუნა ჴორცნი განხრწნადნი, რაჲთა განხრწნადსა მას შეჰმოსოს უხრწნელებაჲ; შეიმოსა ბუნებაჲ იგი მოკუდავი, რაჲთა მოკუდავსა მას შეჰმოსოს უკუდავებაჲ; მოკუდა ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა ჩუენ, მოკუდავნი ესე კაცნი, განვცხოელდეთ, და არღარა სუფევდეს ჩუე...

სრულად ნახვა