მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გალატელთა მიმართ 3:10

9. აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა.10. რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა.11. და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
გალატელთა მიმართ თავი 3
10. რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა.
თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისსა" (3,10).:

თარგმანი: ვინაჲთგან იგინი ამისთჳს მიედევნებოდეს შჯულსა, რაჲთა არა შთავარდენ წყევასა ამას, ამისთჳს მოციქული წინაუკუმო უჩუენებს, ვითარმედ არა განდგომილი, არამედ შედგომილი შჯულისაჲ შთავარდების წყევასა ამას, რომელი წერილ არს მეორესა შჯულსა შინა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ შედგომილი შჯულისაჲ აღასრულებს ყოველსა, რომელი წერილ არს მას შინა, ამისთჳს მცირესაცა მისგანსა გარდასლვაჲ თანამდებ ჰყოფს ყოვლისავე მის წყევისა, შედგომილსა სჯულისსა, ხოლო დამტევებელი შჯულისაჲ და შედგომილი ქრისტესი თავისუფალ არს ყოვლისავე მისგან სიმძიმისა და წყევისა ძუელისა მის შჯულისა.

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. განგებულების კურთხევა და წყევლის მოხსნა:

...ენს საქმეებში“** (; 4:11)[^s4-29]; და მის შემდეგაც კვლავ: „წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით“ (); და: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა“ (); და: „წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა“ (). ხედავ, რამდენი წყევლაა? ამათგან გაგათავისუფლა ქრისტემ, თვითონ რომ იქცა წყევლად. რადგან როგორც თავი დაიმდაბლა, რათა შენ აღემაღლებინე, და მოკვდა, რათა შენ უკვდავად ექციე, ასევე წყევლად იქცა, რათა შენ კურთხევებით აევსე.

რა შეედრება ამ კურთხევას, როდესაც წყევლის გზით კურთხევას გიბოძებს? რადგან თვითონ მას კურთხევა არ დასჭირვებია, არამედ შენ გაძლევს მას. როგორც, როდესაც ვამბობ, რომ დამდაბლდა, ცვლილებას კი არ ვამბობ, არამედ განგებულების დამდაბლებას, ასევე, როდესაც ვამბობ, რომ იკურთხა, ამას კი არ ვამბობ, თ...

სრულად ნახვა