ესთერისა 7:9
8. ხოლო მეფემან მოაქცია მიერ მტილით სასმურადვე და იხილა ამან ცხედარსა ზედა დავრდომილი და ევედრებოდა დედოფალსა. ჰრქუა მეფემან: ვერ კმა-გეყოა შენ შეცოდება მეფისა, არამედ ცოლსაცა ჩემსა ჰმძლავრებ ჩემ წინაშე სახლსა შინა ჩემსა? ამანს რაჲ ესმა ესე; ჰრცხვენა პირსა წინაშე9. და თქუა ბუგათან, ერთმან მონათგანმან მისმან, საჭურისმან: აჰა, ძელი ეზოსა შინა მისსა, რომელი მომზადა ამან ერგასის წყრთა, რამეთუ მოეკვეთა იგი, რათა აღაგოს მარდოქე, რომელი იტყოდა მეფისათჳს კეთილსა. და თქუა მეფემან: დამოჰკიდეთ იგი მას!10. და მოაბეს ამან მასვე ძელსა, რომელიცა მზა-ეყო მარდოქესთჳს. და მიაქცია ღმერთმან ზრახვა მისი მისავე და სახლსა ზედა მისსა. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელისაგან მისისა და დაბეჭდეს ყოველსა საცხორებელსა ამანისასა. და მაშინ დასცხრა მეფე გულისწყრომისა მისისაგან.
ესთერისა თავი 7