ესთერისა 7:4
3. მიუგო და ჰრქუა მეფესა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა. და უკუეთუ ჯერ-უჩნდეს, კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, მოემადლენ სული ჩემი სისხლთა, და სიტყუაჲ ჩემი ვედრებასა, და ერი ჩემი თხოვასა ჩემსა, და ნათესავი ჩემი ცხორებასა ჩემსა,4. რამეთუ განვიფრდენით მე და ერი ჩემი წარწყმედულად. და ჩჩჳლნი მათნი აღსაჭრელად და ჭაბუკნი მათნი მონებად და ცოლნი მათნი მჴევლებად. და ვერ ვიკადრე თხრობად, რათა არა შევაწუხო უფალი ჩემი მეფე და არა ვისმინე, რამეთუ იქმნა განვრდომილ ბოროტისმყოფელი ჩემი, რამეთუ არა ღირს არს მსმენელი ეზოსა მეფისასა5. და განრისხნა მეფე და თქუა: ვინ არს, რომელმან იკადრა საქმე ეგე ყოფად და აღდგა დამდაბლებად, ვითარმცა თანაწარჴდა შიშსა შენსა?
ესთერისა თავი 7