ესთერისა 6:2
1. ხოლო ძლიერმან ღმერთმან მიაქცია ბოროტი ამანის თავსავე მისსა და განაშორა ძილი მეფისაგან მას ღამესა და ეღვიძა. და ჰრქუა მოსაჴსენებელთმწერალსა მისსა შემოღებად წიგნები მოსაჴსენებელი დღეთა, რათა იკითხვიდეს მათ; და მოუწოდეს წიგნისმკითხველსა და მწიგნობართა და მოიღეს წიგნები2. და აღმოიღო წიგნი იგი მარდოქესთჳს დაწერილი მეფისათჳს სპარსთასა და უჟიკთა და უკითხვიდა მეფესა დაწერილსა მას მარდოქესთჳს, ვითარ-იგი უთხრა მეფესა ორთა მათ საჭურისთათჳს, რომელნი სცვიდეს მას. ეგულვებოდათ დასხმად ჴელთა არტაქსექს მეფისა ზედა და მოკლვად მისა, და რომელი ქმნა მარდოქე ქველისსაქმე და განარინა მეფე, და დაიდვა იგი გონებასა3. და თქუა მეფემან: რაჲ მადლი და დიდებაჲ მიმიცემიეს მარდოქესთჳს? ჰრქვეს მსახურთა მეფისათა: არარა, არცა ერთი, რომლისა მიერ იხილე სარწმუნო-ყოფა შენდა, ვითარ-იგი იზრუნა შენთჳს. და მოიწია განთიადი
ესთერისა თავი 6