ესთერისა 6:11
10. და ჰრქუა მეფემან ამანს: კეთილ არს სიტყვა ეგე, ადრე ყავ, რბიოდე! და მოიბ ცხენი და სამოსელი, ვითარცა სთქუ, ყავ ეგრეთ. მარდოქე ჰურია, რომელი არს ეზოსა მეფისა შენისასა, ნუმცა რაჲ დავარდების სიტყუათა შენთაგანი, რომელსა იტყოდე ჩემ წინაშე. ვითარცა გულისხმა-ყო ამან, რამეთუ არა იგი არს, რომელი-იგი დიდებულ-ყო ფრიად, არამედ მარდოქე, შეიშთო გული მისი11. და მოიღო ამან სამოსელი იგი და ცხენი სირცხჳლეულმან და ჰრქუა მარდოქეს: განიძარცვე ძაძა შენი. ხოლო მარდოქე შეძრწუნდა, ვითარცა მოსიკუდიდი, და ჰრქუა: ჵ უკეთურო! გვეკიცხვა ჩვენთა ბოროტთა ზედა. და განსძარცვა ძაძა იგი ძალით და შეჰმოსა მას სამოსელი დიდებისა. ხოლო მარდოქეს ეგონა, ვითარმედ სასწაულსა რასამე ჰხედავს. და გული მისი იყო ღმრთისა თანა. ხოლო შეძრწუნებულ იყო ფრიად, განკჳრვებულ იყო უზომოდ. და ისწრაფა ამან აღსმად მისა ცხენსა და გამოვიდა და წინაუძღოდა მას. და ქადაგებდა უბანთა ქალაქისათა და იტყოდა: ესრეთ ეყოს ყოველსა კაცსა, რომელმან მეფესა პატივ-სცეს, რომლისა უნდეს მეფესა დიდებად12. ხოლო ამან თავდაკიდებული წარვიდა თჳსთა მისთა თანა მწუხარე. და მარდოქე მოიქცა ეზოდ მეფისა და აკურთხევდა ღმერთსა.
ესთერისა თავი 6