მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ესთერისა 3:7

6. და მოინება აღჴოცა ყოველთა ჰურიათა ერთსა დღესა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე. და შეაშურა რისხვით და განწითნა პირი მისი და განიმრუდა თუალნი და ჴელნი შეიტყველნა და იტყოდა: მარდოქე და ნათესავი მისი მე წარვწყმიდო.7. და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.8. და ეტყოდა ამან მეფესა არტაქსექს მარდოქესთჳს და ისრაილთათჳს და თქუა: არს ერთი ნათესავი განთესული ყოველთა შორის სამეფოთა შენთა - ერი მბრძოლი და ურჩი. ხოლო სჯულნი მათნი უცხო არიან სხვათა ნათესავთასა და სჯულსა შენსა, მეფე, არა ისმენენ და არცა ერჩიან, რაჲ-იგი იგი შენ უბრძანე მათ, შეურაცხ-ჰყოფენ სჯულსა და ბრძანებასა სპარსთა, უჟიკთასა საჴსენებელად დიდებისა შენისა, მეფე, გაუწყებთ შენ, ყოველთა შორის თესლთა არა შეჰგავს მეფესა დატევება მათი
ესთერისა თავი 3
7. და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის