ესთერისა 2:14
13. და მაშინღა მოიყვანებდიან მეფისა, რომლისათჳსცა მისცემდა შეყვანებად მას სადედოთა.14. მიმწუხრი შევიდის და განთიად გამოიყვანიან და მიიყვანიან, სადა-იგი არს გოგე, საჭურისი მეფისა, მცველი იგი დედათა. და არღარა შევიდის მეფისა, უკუეთუ არა უწესს სახელითა.15. და ოდეს მოიწია ჟამი შესლვისა ესთერისი მეფისად, არა უგულებელს-ყო საჭურისმან, მცველმან დედათამან, რომელ ამცნო ესთერს. რამეთუ პოვა მადლი ესთერ ყოველთაგან, რომელთა იხილიან იგი.
ესთერისა თავი 2