ესთერისა 14:2
1. და ესთერცა დედოფალი შეევედრა უფალსა ღვაწლითა სიკუდილისათა შეძრწუნებული.2. და განიძარცვა სამოსელი დიდებისა მისისა თავისაგან მისისა და ყოველი სამკაული წარჩინებულებისა თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იწროებისა და გლოვისა, და დიდად წარჩინებულთა სუნელთა წილ ნაცარი და სკორე გარდაისხა თავსა თჳსსა, და ჴორცნი თჳსნი დაიმდაბლა ფრიად და ყოველი ადგილი სიხარულისა მისისა აღავსო თხზულითა მით თმითა მისისათა3. და ევედრებოდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ისრაჱლისასა და იტყოდა: უფალო ღმერთო ჩუენო და მეუფეო ჩუენო, შენ ხარ ღმერთი მხოლო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. შემეწიე მე, მდაბალსა ამას მარტოსა, რომელსა არავინ მაქუს შემწე შენსა გარეშე,
ესთერისა თავი 14