ესთერისა 10:9
8. ხოლო ორნი იგი ურჩხულნი - დევნა - მე ვარ მარდოქე და ამან, ნათესავისა ჩუენისა მბრძოლი, ოდეს-იგი იზრახა დამოკიდება ჩემი ძელსა, ხოლო ღმერთმან მიაქცია ბოროტი მისი მისავე ვიდრე აქა დღედმდე.9. და იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი და განმარინა ჩუენ უფალმან ყოველთა მათგან ბოროტთა. და განამართლა ღმერთმან სამკჳდრებელი თჳსი. და განარინა უფალმან ებრაელი, ერი თჳსი, რომელი გამოიყვანა ეგჳპტით ნათესავისაგან მაჭირვებელისა. ესე სასჯელი ღმრთისაგან იყო ჩუენდა მიმართ. და ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდნი, რომელი არასადა ექმნა ნათესავთა შორის ქუეყანისათა10. და ყვნა ნაწილნი ორნი: ერთი ერსა ღმრთისასა, და ერთი ყოველთა შორის წარმართთა.
ესთერისა თავი 10