ეპისტოლე იერემიასი 1:2
1. ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა.2. ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით.3. ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს.
ეპისტოლე იერემიასი თავი 1