მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:3

2. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა.3. რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.4. და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა.
ეფესელთა მიმართ თავი 6
3. რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა.
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა (6,2-3).:

თარგმანი: სიტყუაჲ ესე არა პირველად წერილ არს აღთქუმათა შინა მეორისა შჯულისათა, რამეთუ უწინარეს ამისსა არიან: "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), არამედ ესენი — განყენებანი ოდენ არიან ბოროტისაგან და არა მოქმედებანიცა კეთილისანი. ამისთჳს შემდგომად მათსა წერილსა — პირველობაჲ მისცა მოციქულმან, ვითარცა მაწუეველსა კეთილთა მოქმედებისასა, და მის თანავე მქონებელსა აღთქუმისასა, ვითარმედ: "ესე თუ ჰყო, იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა". იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვინაჲთგან ჩჩჳლთა მიმართ უსრულთა მეტყუელებს, არა აღუთქუამს მათ დიდთა რათმე, ვითარ-იგი არს სასუფეველი ცათაჲ, არცა აღაბაძვებს მსგავსებად ქრისტესსა, ვითარ-იგი უყო ქმართა და ცოლთა, არამედ სძესა ასუამს, შემსგავსებულად ჰასაკისა მათისა, რამეთუ, რაჲ უსაწადელეს არს ყრმათადა, ვითარ დღეგრძელებაჲ ქუეყანასა ზედა! ამისთჳს ესოდენსა ეტყჳს, რაოდენსა შემძლებელ არიან დატევნად.

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები:

...სა შინა“** (). რომელია ეს მცნება? „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ () და „რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ როცა მტრებისადმი სულიერ სიბრძნეზე წერს, კვლავ გრძნობად საზღაურს აყენებს და ამბობს: „რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა“ (). ხოლო ქრისტე ასე არ იქცევა, რადგან ის უძლურებს არ ესაუბრება: ქალწულებისათვის სასუფეველს აყენებს, მტრების სიყვარულისთვის კი ღმერთს დამსგავსებას, რამდენადაც ადამიანებისთვის დამსგავსება შესაძლებელია.

ამგვარადვე ძველ აღთქმაშიც, სადაც გრძნობადი საგნებით მართულნი იყვნენ, ვნახავთ, რომ სულიერი სიბრძნის მცოდნენი უმეტესი სიკეთეებით იმართებოდნენ. ამასვე ცხადყოფდა პავლე, როცა ამბობდა: **„სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოი...

სრულად ნახვა