მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ეფესელთა მიმართ 6:20

19. და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ,20. რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.21. ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ,
ეფესელთა მიმართ თავი 6
20. რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად.
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად (6,20).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომლისათჳს-ესე ვიოხ ჯაჭუთა შინა. ესე იგი არს, ვითარმედ: სახარებისა ამისთჳს აღგძრავ თქუენ, კაცთა, ოხად მე, ჯაჭუთა შინა მყოფი ესე, რაჲთა ქადაგებასა მისსა შინა ჯეროვნად განვცხადნე და ღირსებით მიუთხრა იგი ჟამსა მას, ოდეს წარმომადგინონ სიტყჳსგებად მეფისა, რამეთუ აჰა ეგულების განკითხვად წარდგინებაჲ ჩემი, ჯაჭჳთა შეკრულისაჲ ამის.

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი:

...ს აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (). ნახე, როგორ ზემოთაც, ქვემოთაც და ყველგან ამ სანაცვლოს სწირავს ღმერთს: ზემოთ ამბობს: „სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“ (); აქ კი: „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (), ესე იგი, მადლობას შევსწირავ, ვუგალობებ.

„და სახელსა უფლისასა ვხადო“ (). ხედავ, როგორ არის ეს ქების მსხვერპლი? **„ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱ...

სრულად ნახვა