თარგმანი: სიტყუაჲ ესე არა პირველად წერილ არს აღთქუმათა შინა მეორისა შჯულისათა, რამეთუ უწინარეს ამისსა არიან: "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), არამედ ესენი — განყენებანი ოდენ არიან ბოროტისაგან და არა მოქმედებანიცა კეთილისანი. ამისთჳს შემდგომად მათსა წერილსა — პირველობაჲ მისცა მოციქულმან, ვითარცა მაწუეველსა კეთილთა მოქმედებისასა, და მის თანავე მქონებელსა აღთქუმისასა, ვითარმედ: "ესე თუ ჰყო, იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა". იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვინაჲთგან ჩჩჳლთა მიმართ უსრულთა მეტყუელებს, არა აღუთქუამს მათ დიდთა რათმე, ვითარ-იგი არს სასუფეველი ცათაჲ, არცა აღაბაძვებს მსგავსებად ქრისტესსა, ვითარ-იგი უყო ქმართა და ცოლთა, არამედ სძესა ასუამს, შემსგავსებულად ჰასაკისა მათისა, რამეთუ, რაჲ უსაწადელეს არს ყრმათადა, ვითარ დღეგრძელებაჲ ქუეყანასა ზედა! ამისთჳს ესოდენსა ეტყჳს, რაოდენსა შემძლებელ არიან დატევნად.
ეფესელთა მიმართ 6:2
...რადგან როცა ქალწულებაზე საუბრობს, მათთვის მომავალ სიკეთეებზე არაფერს ამბობს, არამედ მხოლოდ ქორწინებისგან მომდინარე მწუხარებათაგან გათავისუფლებას აყენებს; და როცა მშობლებისადმი პატივისცემაზე ლაპარაკობს, იმავე ხერხს იყენებს და ასე ამბობს: „რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა“ (). რომელია ეს მცნება? „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“ () და „რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა“ (). მაგრამ როცა მტრებისადმი სულიერ სიბრძნეზე წერს, კვლავ გრძნობად საზღაურს აყენებს და ამბობს: „რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა“ (). ხოლო ქრისტე ასე არ იქცევა, რადგან ის უძლურებს არ ესაუბრება: ქალწულებისათვის სასუფეველს აყენებს, მტრების სიყვარულისთვის კი ღმერთს დამსგავსებას, რამდენადაც ადამიანებისთვის დამსგავსება შესაძლებელია.
ამგვარადვე ძველ...
...ს აზრს არ ასცდება. არსებობს კიდევ სხვა, უმშვენიერესი ბორკილიც, რომელსაც პავლე მუდამ ატარებდა და ამბობდა: „პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი“ (). და კვლავ: „რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ“ (). „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (). ნახე, როგორ ზემოთაც, ქვემოთაც და ყველგან ამ სანაცვლოს სწირავს ღმერთს: ზემოთ ამბობს: „სასუმელი ცხორებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო“ (); აქ კი: „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისა“ (), ესე იგი, მადლობას შევსწირავ, ვუგალობებ.
„და სახელსა უფლისასა ვხადო“ (). ხედავ, როგორ არის ეს ქების მსხვერპლი? **„ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალჱ...